ყოველდღიური ანგარიშის სანახავად აარჩიეთ თარიღი მარცხენა მხარეს
პოსტების რაოდენობა:
მოწონებების რაოდენობა:
გაზიარებების რაოდენობა:
კომენტარების რაოდენობა:
პოსტების რაოდენობა გვერდების მიხედვით
ყოველკვირეული მთავარი თემები 2016-2019 წლების განმავლობაში
მთავარი თემები გამოიყო ე.წ. თემატური მოდელირების შედეგებზე დაყრდნობით. ეს მეთოდი დოკუმენტში არსებულ საკვანძო სიტყვებზე დაკვირვებით საშუალებას იძლევა, ვიმსჯელოთ ტექსტში განხილულ ძირითად საკითხებზე. იმის გამო, რომ თემატური მოდელირება ავტომატურად ხდება, თემებისთვის მომხმარებელთათვის გასაგები სახელწოდებების მინიჭება ყველაზე „გავლენიანი“ სიტყვების საფუძველზე ხდება. მაგალითად, თემა, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვებია „აგვისტო“, „ომი“ და „საქართველო“, სავარაუდოდ შეეხება დისკუსიას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთანაა დაკავშირებული და ა.შ.
მთავარი თემები გვერდების მიხედვით
მთავარი თემები გამოიყო ე.წ. თემატური მოდელირების შედეგებზე დაყრდნობით.
დადებითი და უარყოფითი სენტიმენტები გვერდების მიერ გავრცელებულ ტექსტებში
სენტიმენტების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, რაოდენობრივად შევაფასოთ ამა თუ იმ სიტყვასთან დაკავშირებული დადებითი თუ უარყოფითი განწყობები. მაგალითად, სიტყვას ,,მიტოვება'' ნეგატიური ელფერი აქვს, ხოლო ,,ჩინებულს'' - პოზიტიური. კვლევისთვის ჩვენ ვიყენებთ სენტიმენტების ლექსიკონს, სადაც თითოეულ არსებულ სიტყვას -5-დან +5-მდე სენტიმენტის რიცხვითი მნიშვნელობა შეესაბამება. დადებითი რიცხვები პოზიტიურ ემოციებს აღწერენ, ხოლო უარყოფითი - ნეგატიურს. დიაგრამაზე გამოსახული სენტიმენტების მაჩვენებლები ჯამურია, ანუ - შეკრებილია ამა თუ იმ გვერდის მიერ არსებობის მანძილზე გავრცელებულ პოსტებში არსებული სიტყვების შესაბამისი სენტიმენტები. წინამდებარე დიაგრამაზე წარმოდგენილია იმ პოსტების სენტიმენტების ჯამური რაოდენობა, რომლებშიც შესწავლილი გვერდები რუსეთსა და დასავლეთზე საუბრობენ
მნიშვნელოვანი სიტყვები

რომელ გვერდებს ვაკვირდებით?

ვებსაიტზე წარმოდგენილი ანალიზი ემყარება 70-მდე ფეისბუქ-გვერდის რაოდენობრივ მონიტორინგს. დასაკვირვებელი გვერდების იდენტიფიცირება ამ მიმართულებით უკვე ჩატარებული კვლევების (მაგალითად, მედიის განვითარების ფონდის და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი-ფაქტის) საფუძველზე მოხდა. ეს გვერდები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციის, ანტიდასავლური და ულტრამემარჯვენე შინაარსის შემცველ მასალებს. წარმოდგენილი ანალიზის მიზანსაც ამ გვერდების გზავნილებისა და მათზე მომხმარებელთა მხრიდან რეაქციის სიღრმისეული კვლევა წარმოადგენს.

დეტალურად

გვერდები
ქართული მარში
წინააღმდეგობა / Resistance
ქართული ძალა
Antiliberal Channel
Antiliberal Channel 2
წითელი აბი - აღდგენილი
ქართული ნაციონალისტური ლეგიონი
მეოცნებე
ახალგაზრდა პატრიოტები
ეროვნული ლეგიონი
14/72
ქართველი მეამბოხე
ედელვაისი
ნაციონალისტური გამოღვიძება
Geo Pepe
მედია-კავშირი ობიექტივი
მამული, ენა, სარწმუნოება
ბახტრიონი 1659 - Bakhtrioni 1659
თურქული ოკუპაცია
ზნეობა
აბორტი ბავშვების მკვლელობაა
ქართული იდეა
ქართული აზრი
საინფორმაციო გვერდი
ანტი-პარადოქსი
Alpha Dominant
კონსტანტინე მორგოშია
ქართული სული
გასტროლიორი
ნუ გამოლიბერალდები,იაზროვნე
აინიუსი
ეროვნული ლეგიონი
ქართული ძალა/Georgian Power
ქართული ძალა
წინააღმდეგობის მოძრაობა / ბრძოლა მომავლისთვის
გრიშა ონიანი
ეროვნული იდეა
იბერიული ერთობა
ივერონი
საქართველოს ეროვნულ-კონსერვატიული საზოგადოება
კარდჰუ
საქართველოს სულიერი მისსია
ქართველი ნაციონალისტები
დამოკლესი
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება
ალტ-ინფო
Welcome to Georgia
ნაციონალისტური ლეგიონი/Nationalistic Legion
ევროპის დაცემა
ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობა”
ეროვნული გამოღვიძება
ეროვნება-ქართველი
ქართველები საქართველოსთვის
The Kartvelians Sarcastic Memes Empire
ქართველთა მიმების იმპერია
ლიბერალიზმი? შენ მეისპე
ქართველი „ლიბერალი”
დედაქალაქი
ლადო სადღობელაშვილი
ეროვნულ რელიგიური ინსტიტუტი
euronews.ge
მეხუთე კოლონა
თოქ-შოუ ფალავანდიშვილთან
მსოფლიო საოჯახო კონგრესი
ერეკლე მეორის საზოგადოება

როგორ ვაანალიზებთ ტექსტს?

ფეისბუქის გვერდებიდან შეგროვილი ტექსტები გაანალიზებამდე მუშავდება. პირველ რიგში, ტექსტებიდან გამოიყოფა სიტყვები და სიტყვების ძირები (ე.წ. ლემები). ამ მიზნით, ქართული ენის ეროვნული კორპუსის აპლიკაციათა პროგრამირების ინტერფეისს ვიყენებთ (Meurer, 2018; GNC Project, 2011-2018).

მონაცემთა აღწერითი ანალიზი მოიცავს დასაკვირვებელი ვებგვერდების აქტიურობას ახალი პოსტების სახით; მომხმარებელთა გამოხმაურება ფასდება გვერდისა და პოსტების მოწონების, ასევე - კომენტარების რიცხვით.

რაც შეეხება მონაცემთა შინაარსობრივ ნაწილს, გაანალიზებულია პოსტების ტექსტების თემატური შინაარსი, ხშირად განმეორებადი და მნიშვნელოვანი სიტყვები, სენტიმენტები და გაზიარებული ბმულები. ქვემოთ დაწვრილებითაა განხილული თითოეული მახასიათებლის გამოთვლის მეთოდიკა.

რას ნიშნავს ,,მნიშვნელოვანი სიტყვები''?

სიტყვის მნიშვნელობის შეფასება ყველაზე მარტივად, მისი ტექსტში გამეორების სიხშირითაა შესაძლებელი. თუმცა ამ შემთხვევაში, მხედველობაში ვერ ვიღებთ იმ ფაქტს, თუ როგორაა გავრცელებული ესა თუ ის ტერმინი სხვა მსგავს დოკუმენტებში, მაგალითად - სხვა ფეისბუქ-გვერდების პოსტებში. ამ მიზნით ვიყენებთ ტერმინების სიხშირის გამოთვლის მიდგომას, რომლის შესწორება დოკუმენტების რაოდენობის უკუპროპორციულად ხდება. სიტყვების რანჟირებისადმი ასეთი მიდგომა (tf-idf) ფართოდ გამოიყენება ინფორმაციის მანქანური ძიებისას.

დეტალურად

ტერმინის სიხშირე = (t ტერმინის გამოყენების რაოდენობა ტექსტში)/(ტერმინების საერთო რაოდენობა ტექსტში)

დოკუმენტების შებრუნებული სიხშირე = ln((დოკუმენტების საერთო რ-ნობა)/(იმ დოკუმენტების რ-ნობა, სადაც t-ტერმინია გამოყენებული))

tf-idf წონა = ტერმინის სიხშირე * დოკუმენტების შებრუნებული სიხშირე

რას ნიშნავს თემები?

ფეისბუქის პოსტების თემატური სტრუქტურის გაანალიზება ხდება ტექსტებიდან მანქანური დასწავლის მეთოდით, აბსტრაქტული ,,თემების'' გამოყოფის გზით (ე.წ. დირიხლეს ლატენტური ალოკაციით. ალგორითმი ტექსტების ჯგუფებში ეძებს ხშირად გამეორებად სიტყვებს და ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ახდენს ჯგუფების კლასიფიცირებას. მაგალითად, სიტყვები ,,საქართველო'' და ,,ევროკავშირი'' ისეთ ტექსტში უფრო ხშირად შეგვხვდება, რომელიც ქვეყნის ორგანიზაციასთან ურთიერთობას შეეხება, ვიდრე - მაგალითად, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დაწერილ ფეისბუქის პოსტში. მონაცემთა ინტერპრეტაციის გასაადვილებლად, ჩვენ თითოეულ თემას მნიშვნელოვანი სიტყვების მიხედვით სახელები მივანიჭეთ (იხ. დეტალურად ცხრილში)

დეტალურად

გამოყენებული სიტყვები თემა
საქართველო მარშ·ი მანეთ·ი ანონს·ი თეთრ·ი შავ·ი გილოცავთ ქართველ·ი ყველა და·ხმარებ[ა]/ხმარ კავშირი თარხან გააზიაროთ უფრო ჩვენ აგვისტო წმინდ[ა] ქართული მარში
ქართულ·ი აზრ·ი ბრძოლ[ა]/ბრძ დიდ·ი ქ ბილაინი ფიქრობთ მაგთ·ი და·ხმარებ[ა]/ხმარ მტ[ე]რ·ი წმინდ[ა] გააზიაროთ ცოდვ[ა]/ცოდ უფ[ა]ლ·ი ობიექტივ·ი წელი იდე[ა] ქრისტიანობა/ქართული აზრი
მარიხუანას რ[ა] შე·ცდომ[ა]/ცდ ეკლესი[ა] ძალიან არჩევნების ის სასამართლო ხელ·ი მკვლელობ[ა] ვაშაძ[ე] პატრიარქ·ი არასწორ·ი ტურ·ი ნაც·ი სალომე ოცნებ[ა] ზურაბიშვილ·ი ამ კვიპროსის პოლიტიკა/არჩევნები
ასამართლო კანონ·ი ლგბტ ძალადობ[ა]/ძალად ამ აზრ·ი განათლების აღიარებ[ა]/ღიარ ბავშვ·ი ლიბერალურ·ი ძალიან გენდერული გან·ცხადებ[ა]/ცხად წ გო·ი ის ნინო თებერვ[ა]ლ·ი ანტიდისკრიმინაციული ანტიდისკრიმინაციული კანონი
ყველა სასამართლო სასტიკ·ი ბრძოლ[ა]/ბრძ ლგბტ გა·ზიარებ[ა]/ზიარ აინიუსი მარიხუანას აქცია ცუდ·ი ℹ️ ბოდიშ·ი პროპაგანდ[ა] აქცი[ა] გამოლიბერალდები მო·წონებ[ა]/წონ მარშ·ი კარგ·ი ტაძრიელი მარიხუან·ი საფუძველზე. ლიბერალური პროპაგანდა

რას ნიშნავს სენტიმენტების ანალიზი?

გარდა ხშირად განმეორებადი სიტყვებისა, ტექსტის ანალიზის მნიშვნელოვან კომპონენტს კონტექსტისა და მასთან დაკავშირებული ემოციების შესწავლა წარმოადგენს. სენტიმენტების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, რაოდენობრივად შევაფასოთ ამა თუ იმ სიტყვასთან დაკავშირებული დადებითი თუ უარყოფითი განწყობები. მაგალითად, სიტყვას ,,მიტოვება'' ნეგატიური ელფერი აქვს, ხოლო ,,ჩინებულს'' - პოზიტიური. კვლევისთვის ჩვენ ვიყენებთ სენტიმენტების ღია ლექსიკონ AFINN-ს, რომელიც დანიელი მეცნიერის ფინ ორუპ ნილსენის (2011) მიერაა შექმნილი. ამ ლექსიკონში არსებულ თითოეულ სიტყვას -5-დან +5-მდე სენტიმენტის რიცხვითი მნიშვნელობა შეესაბამება - ცხადია, რომ მაღალი რიცხვები დადებით ემოციებს აღწერენ. მონაცემთა ანალიზისას, ჩვენ პოსტში ან გვერდზე არსებულ სიტყვებს სენტიმენტების რიცხვით მნიშვნელობას ვუკავშირებთ და შემდეგ დაჯამებული სახით გამოგვაქვს.

პოლიტიკის ნარკვევი რუსული პროპაგანდისადმი მოწყვლადი ჯგუფების შესახებ.

ანგარიში: ანტიდასავლური დისკურსის წინააღმდეგ ბრძოლა სოციალურ მედიაში

მარტის თვის ანგარიში

ივნისის თვის ანგარიში